ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა: მისი კანდიდატი გახდა მერი 64-ვე მუნიციპალიტეტში. ასევე უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებში - ოპოზიციამ ვერცერთი მაჟორიტარის გაყვანა ვერ შეძლო.
- საკრებულოში მოსახვედრად აუცილებელი იყო 4%-იანი ბარიერის გადალახვა;
- თვითმმართველი ქალაქების საკრებულოს დეპუტატების 80%-ზე მეტი „ქართული ოცნების“ წევრი იქნება.
თბილისი
- #3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - 1 მანდატი;
- #9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 2 მანდატი;
- #36 - „გირჩი“ - 2 მანდატი;
- #41 - „ქართული ოცნება“ - 45 მანდატი.
ბათუმი
- #9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 1 მანდატი;
- #25 - „გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი;
- #36 - „გირჩი“ - 1 მანდატი;
- #41 - „ქართული ოცნება“ - 22 მანდატი.
ფოთი
- #9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 1 მანდატი;
- #25 - „გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი;
- #41 - „ქართული ოცნება“ - 23 მანდატი.
ქუთაისი
- #9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 1 მანდატი;
- #25 - „გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი;
- #36 - „გირჩი“ - 1 მანდატი;
- #41 - „ქართული ოცნება“ - 22 მანდატი.
რუსთავი
- #3 - „კონსერვატორები საქართველოსთვის“ („ალტ-ინფო“) - 1;
- #9 - „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 1 მანდატი;
- #25 - „გახარია საქართველოსთვის“ - 1 მანდატი;
- #36 - „გირჩი“ - 1 მანდატი;
- #41 - „ქართული ოცნება“ - 21 მანდატი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა არ მიიღო ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო 64-ვე ოლქში.