საუბარია მათზე, ვისი სახელები და გვარები ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს საჯარო წყაროებით გავრცელებული ოფიციალური ცნობების, ნეკროლოგების და სამხედროთა საფლავების კვლევის საფუძველზე.
დღეს, 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, დადგენილია ომში მოკლული 134 125 პირის ვინაობა. 2025 წლის 19 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ეს სია 1008 სახელითა და გვარით შეივსო.
დაღუპულთა 54%-ს შეადგენენ მოხალისეები, მობილიზაციის შედეგად გაწვეულები და საომრად კოლონიებიდან გაშვებული პატიმრები, რომლებსაც უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის არმიასთან კავშირი არ ჰქონდათ.
რუსეთის რეგიონების მიხედვით დაღუპულთა ყველაზე დიდი წილი ბაშკირეთსა და თათრეთზე მოდის.
ჟურნალისტების კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაღუპულია რუსეთის არმიის სხვადასხვა რანგის 5847 ოფიცერი. მათ შორის 12 გენერალი და 150 პოლკოვნიკი.
ასევე ნახეთ „დანაკარგები უზარმაზარია“ - როგორია რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევის შედეგები და რა მოხდება შემოდგომაზე?უკრაინასთან ომში რუსეთის რეალური დანაკარგები გაცილებით მეტია. როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, სამხედრო საკითხთა სპეციალისტების შეფასებით, საჯარო წყაროებით დადგენილი მონაცემები დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45%-დან 65%-მდეა.
რუსეთი და უკრაინა თავიანთ დანაკარგებს ოფიციალურად არ ასაჯაროებენ.