ბელგიამ მოითხოვა რისკების გაზიარება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ასევე მოსკოვის პრეტენზიებისგან სამართლებრივი დაცვა. საფრანგეთმა და ლუქსემბურგმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება იურიდიულ შედეგებთან დაკავშირებით.
ევროკავშირის სხვა ქვეყნების ხელმძღვანელები ზოგადად შეთანხმდნენ თანხების გამოყენების პრინციპზე, მაგრამ ევროკომისიას დაევალა იურიდიული და ფინანსური დეტალების შემუშავება. Financial Times-ის ცნობით, ამ სამუშაოს მასშტაბები ნაკლებად სავარაუდოს ხდის, რომ საბოლოო წინადადება წარმოდგენილი იქნება ბრიუსელში სამ კვირაში დაგეგმილ შემდეგ სამიტზე.
ასევე ნახეთ ბრიუსელი გეგმავს გაყინული რუსული აქტივებით უკრაინის დაფინანსებას 2025 წლის შემდეგრუსული აქტივების გადაცემის საკითხი განიხილეს „დიდი შვიდეულის“ - G7-ის ფინანსთა მინისტრების ონლაინშეხვედრაზეც. ჯგუფში ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობდნენ თავიანთი პარტნიორების დარწმუნებას, რომ შეუერთდნენ ინიციატივას. Politico აღნიშნავს, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი შიშობს ევროს მიმართ ნდობის შემცირების, თუმცა ეს შეშფოთება შეიძლება შემსუბუქდეს, თუ ვაშინგტონი და ტოკიო, მსგავს ქმედებებს განახორციელებენ.
ადრე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს ნულოვანი კუპონის ობლიგაციების და რეპარაციული სესხის მეშვეობით გადაცემის იდეას.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, ხელი მოაწერა ბრძანებულებას ფედერალური აქტივების გაყიდვის ახალი პროცედურის შესახებ. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი მზადაა ნაციონალიზება გაუკეთოს და სწრაფად გაყიდოს უცხოური აქტივები საზღვარგარეთ მისი სახსრების შესაძლო კონფისკაციის საპასუხოდ.
ასევე ნახეთ კოპენჰაგენი ზედიზედ ორ სამიტს მასპინძლობს - ორივეზე მთავარი საკითხი უკრაინის მხარდაჭერაა