ზელენსკი: რუსეთი ევროპის ქვეყნებისკენ დრონების გასაშვებად ტანკერებს იყენებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ყოველდღიური მასირებული შეტევებისა და მშვიდობაზე უარის გამო საერთაშორისო თანამეგობრობისგან ისევ მოითხოვს რუსეთზე რეალურად მკაცრ ზეწოლას.

28 სექტემბერს ღამით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანქციებით მტკივნეული დარტყმა ენერგორესურსებით რუსეთის ვაჭრობასა და ტანკერების მთელ ფლოტზე.

უკრაინის პრეზიდენტმა დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა, რომ რუსეთი ტანკერებს იყენებს ევროპის ქვეყნების მიმართულებით დრონების გასაშვებად და სამართავად. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ ბალტიის და სხვა ზღვები დაიხუროს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის რუსული ტანკერებისთვის მაინც.

ასევე ნახეთ ნატო აძლიერებს ბალტიის ზღვაში ყოფნას

2025 წლის სექტემბერში დრონები შეიჭრნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში. ვარშავამ ეს რუსეთის აგრესიად შეაფასა. უცნობი დრონები რამდენჯერმე დააფიქსირეს დანიის, ნორვეგიის, ნიდერლანდის და ლიეტუვის საჰაერო სივრცეებშიც.

ასევე ნახეთ განსხვავებული აქცენტები გაეროს ტრიბუნიდან და ტრამპთან კომუნიკაციის იმედი "ოცნებაში"