ადგილობრივი დროით დილის 10 საათისთვის ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურის, რადიი ხაბიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატზე“ იყო და „უპილოტოების მორიგი ტერორისტული შეტევა” და „იღებენ ზომებს ხანძრის ჩასაქრობად”.
ხანძრის მასშტაბი და სხვა ზიანი ხაბიროვს არ დაუკონკრეტებია. რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც ხანძრით გამოწვეული დიდი კვამლი ჩანს.
„გაზპრომის" ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის 18 სექტემბერსაც.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ყველაზე უფრო ეფექტიანი სანქციებია ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში, ტერმინალებში, ნავთობბაზებშიგანახლება: ინფორმირებულმა წყარომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას" დაუდასტურა, რომ 24 სექტემბერს „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატს“ დრონებით დაარტყეს და ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარია.
„გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატი“ ტრანსნაციონალური ენერგოკომპანია „გაზპრომის" შვილობილი კომპანიაა და რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობქიმიურ კომპლექსს ფლობს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
ასევე ნახეთ ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ტერიტორიები დაიბრუნოს