ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლე მელანიას ოთხშაბათს უინძორის ციხესიმაგრეში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი დახვდნენ, შემდეგ კი ტრამპი გაერთიანებული სამეფოს მონარქს, მეფე ჩარლზსა და მის მეუღლეს, კამილას შეხვდა.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დონალდ ტრამპი უინძორების სასახლეში საპატიო ყარაულებს მიესალმა. შესრულდა ამერიკისა და ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნები, მოგვიანებით კი სამეფო ოჯახი და სტუმრები სასადილოდ გაემართნენ.

ვიზიტის დაწყებამდე ათეულობით მომიტინგე გამოვიდა უინძორში დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ჩასვლის გასაპროტესტებლად. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები: "ტრამპ, შენი პოლიტიკა ყარს" და "წადი. თქვენ აბინძურებთ უინძორს".

პოლიცია აცხადებს, რომ 50-მდე სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფი გეგმავს ქუჩაში მსვლელობას. მათ ასევე თქვეს, რომ დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებმაც სამშაბათს უინძორის კოშკზე დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის სურათი გამოსახეს.

ქუჩებში წესრიგის შესანარჩუნებლად 1 600-ზე მეტი პოლიციელი იქნება განლაგებული.