ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს ზურაბ ზვიადაური

ოლიმპიური ჩემპიონი თბილისში სავარაუდოდ 16 სექტემბერს დააკავეს

თბილისში, სავარაუდოდ 16 სექტემბერს დააკავეს ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" სახელით საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური - მისი დაკავების შესახებ შსს-ს პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა უწყებაში რადიო თავისუფლებას დაკავების ფაქტს უდასტურებენ.

ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე ნახეთ ზურაბ ზვიადაური 50 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს