რუსეთის ახლო მოკავშირე ბელარუსს დასავლეთმა არაერთხელ დაუწესა სანქციები, როგორც ავტორიტარული მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ასევე 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. მისი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა კრემლს უფლებას აძლევს, ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ჯარებისა და იარაღის გასაგზავნად გამოიყენოს.
ერთი წელია, ლუკაშენკა ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას, სანქციების შემსუბუქებისა და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანის იმედით. ბოლო დროს ის რეგულარულად ათავისუფლებს პატიმრებს დასავლეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ შეფასებით, ამჟამად ბელარუსის ციხეებში ათასზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება.
ასევე ნახეთ ლუკაშენკას კრიტიკოსი თურქეთში გაუჩინარდა - შიშობენ, რომ ის გაიტაცესივნისში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პატიმრობიდან გაათავისუფლა პოლიტპატიმრების ნაწილი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი სიარჰეი ციხანოუსკი, რომელსაც მისჯილი 18 წლიდან მხოლოდ 5 წელი ჰქონდა მოხდილი.
ხუთშაბათს, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის წარგზავნილი ჯონ კოული აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას“ სანქციები მოუხსნა. ავიაკომპანიას ევროკავშირმა, აშშ-მ და სხვებმა სანქციები დაუწესეს მას შემდეგ, რაც ბელარუსის ფრენის დისპეტჩერებმა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალ კომერციულ თვითმფრინავს მინსკში დაშვება უბრძანეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ხელისუფლებამ დააკავა ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის ზარი ლუკაშენკასა და ბელარუსისთვის?