პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს, დღის ბოლოს განაცხადა, რომ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში 16 დრონის ფრაგმენტების გარდა ნაპოვნია ერთი რაკეტის ნამსხვრევებიც.
დღის პირველ ნახევარში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებული იყო 19 შეჭრა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა პოლონეთის აღმოსავლეთში, სოფელ ჩოსნუვკასთან ნაპოვნი ერთ-ერთი ნაკლებად დაზიანებული დრონის ფოტო. სააგენტო Reuters-მა ვერიფიკაციით დაადასტურა, რომ ფოტოს გადაღების ადგილი და დრო რეალურია.
სამმა ექსპერტმა BBC -ს განუცხადა, რომ ფოტოზე ასახულია დრონი „გერბერა“. რუსეთის არმია უკრაინაზე მასირებული შეტევების დროს ამ სახეობის დრონებს იყენებს ცრუ სამიზნედ ე.წ. დამრტყმელი დრონებიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების ყურადღების გადასატანად.
ასევე ნახეთ პოლონეთი „აგრესიის აქტად" აფასებს თავის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას უკრაინაზე რუსეთის შეტევის შედეგადრუსეთი პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას უარყოფს. 10 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ივანო-ფრანკოვსკის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში და ქალაქებში ვინიცასა და ლვოვში დაარტყეს „სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს“, ხოლო რაც შეეხება პოლონეთს, „დარტყმისთვის ობიექტები პოლონეთის ტერიტორიაზე არ დაგეგმილა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ფრენის მაქსიმალური მანძილი იმ დრონების, რომლებმაც „თითქოს" პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს, 700 კილომეტრს არ აღემატება. განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც პოლონეთის ბრალდებას „ინსინუაცია“ უწოდა. ორივე სამინისტროს თანახმად, მზად არიან პოლონეთთან კონსულტაციებისთვის.
მოსკოვის ოფიციალურ განცხადებებამდე რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ პოლონეთში დრონების შეჭრა უკრაინის პროვოკაციაა, რათა ნატო კონფლიქტში ჩაითრიონ.
ასევე ნახეთ მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევასაცრუსეთის უარყოფის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ ტყუილი და უარყოფა სტანდარტული საბჭოთა პასუხია. ვარშავის შეფასებით, რუსულ დრონებს კურსიდან არ გადაუხვევიათ და შეტევა მიზანმიმართული იყო.
შიკორსკის განცხადებით, პოლონეთს, ევროკავშირს და ნატოს ვერ შეაშინებენ, ისინი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებენ, რუსეთის ხელისუფლება კი დროა მიხვდეს, რომ ბოლო ევროპული იმპერიის აღდგენა კრახისთვისაა განწირული.
ასევე ნახეთ ზელენსკი: რუსულ-ირანული „შაჰედები“ მოქმედებდნენ პოლონეთის, ნატოს საჰაერო სივრცეშინატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო ამოქმედდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ალიანსის სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ 10 სექტემბერს, საღამოს განაცხადა, რომ მოკავშირეებთან კონსულტაციების ფარგლებში სატელეფონო საუბარი ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც. ნავროცკის თანახმად, მოლაპარაკებებმა მოკავშირეთა ერთიანობა დაადასტურა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო პოლონეთმა, დანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, სლოვენიამ, საფრანგეთმა და საბერძნეთმა მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. სხდომა პარასკევს უნდა ჩატარდეს.
ასევე ნახეთ ბელარუსმა განაცხადა, რომ თავის საჰაერო სივრცეში შესული, „კურსდაკარგული“ დრონები ჩამოაგდესუკრაინაზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევების გამო პოლონეთს ხშირად უწევს თავისი საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად პოლონეთის არმიისა და ნატოელი მოკავშირეების თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა 10 სექტემბერს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების მოგერიება დასჭირდათ.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის არმიის გამანადგურებლები F-16, ნიდერლანდის F-35 და იტალიის რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები AWACS. დრონები რადარებზე დააფიქსირეს რეგიონში განთავსებულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა Patriot, მაგრამ უშუალოდ ამ სისტემის ამოქმედების აუცილებლობა არ ყოფილა.