დღეს, 2 სექტემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვედრა.
პუტინი და ფიცო პეკინში იმყოფებიან ჩინეთის ხელისუფლების მიწვევით და 3 სექტემბერს დაესწრებიან „მეორე მსოფლიო ომში მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს.
შეხვედრის დასაწყისში, რომელიც მედიისთვის საჯარო იყო, ფიცოს მიერ პუტინის მოკითხვის ამსახველი კადრები რუსეთის სახელმწიფო მედიით გავრცელდა.
„დასაწყისში არც ისე სასიამოვნო შეკითხვა მაქვს. როგორ ხართ?” - მიმართა ფიცომ პუტინს. „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია. შეკითხვა სასიამოვნოა”, - იყო პუტინის პასუხი.
ასევე ნახეთ ფიცომ განაცხადა, რომ ამ კვირაში ზელენსკის შეხვდებარუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს” მოჰყავს ფიცოსთან შეხვედრისას პუტინის მიერ გაკეთებული რამდენიმე განცხადება. მათ შორის მისი ნათქვამი, რომ კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში არსებობს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვარიანტები, რომლებიც ალასკის შტატში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განხილვის ერთ-ერთი თემა იყო და კონსენსუსის პოვნა შესაძლებელია.
პუტინის განცხადებითვე, რუსეთი არასდროს ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას, ხოლო რაც შეეხება ნატოს წევრობას, ეს სულ სხვა საკითხია და საქმე ეხება რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პუტინის თქმით, ნატო ცდილობდა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის „ჩაყლაპვას“, რის გამოც რუსეთი „იძულებული გახდა“ რეაგირება მოეხდინა.
„ტასს” მოჰყავს ფიცოს განცხადებებიც იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება, ევროკავშირში მიღების საკითხში კი სლოვაკეთი მზად არის უკრაინასთან თანამშრომლობისთვის.
ფიცოს თქმით, სლოვაკეთი დაინტერესებულია რუსული გაზისა და ნავთობის მიღებით და სხვა სფეროებში თანამშრომლობითაც.
ასევე ნახეთ რუსული გაზის გასაყიდად კიდევ ერთი მილსადენი აშენდება ასევე ნახეთ სლოვაკეთმა განაახლა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ტურისტულ ვიზებზე განაცხადების მიღებაევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა. სლოვაკეთმა ევროკავშირის არაერთი სხვა სახელმწიფოსგან განსხვავებით უარი არ თქვა რუსული საწვავის შეძენაზე.
ფიცო, რომელიც უკრაინას ხშირად აკრიტიკებს, ევროკავშირის ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც 9 მაისს პუტინის მიწვევით მოსკოვში დაესწრო „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს.