ავღანეთის აღმოსავლეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „თალიბანის“ მთავრობა ასეულობით დაღუპულის შესახებ იუწყება.
გასულ ღამით მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქუნარის პროვინცია. დანგრეულია სახლები და სხვა შენობები. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ზოგიერთი სოფელი მთლიანად განადგურებულია.
„თალიბანის“ მიერ კონტროლირებული შსს-ს მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 622 და დაშავდა 1500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
მიწისძვრა იგრძნობოდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადშიც.
განახლება: „თალიბანის“ მიერ კონტროლირებულმა შსს-მ 1 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 800-ზე მეტი და დაშავებულია 2500-ზე მეტი ადამიანი.