ჩინეთის სახელმწიფო მედია: ჩინეთი და სომხეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ჩინეთის მმართველთან, სი ძინპინთან შეხვედრაზე. ტიანძინი. 31 აგვისტო, 2025 წელი

ჩინეთმა და სომხეთმა 31 აგვისტოს ჩინეთის საპორტო ქალაქ ტიანძინში სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, იტყობინება Reuters-ი, რომლის ცნობა სახელმწიფო მედიის, CCTV-ის ინფორმაციას ეყრდნობა.

წელს ჩინეთი მასპინძლობს “შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის” სამიტს, რომელში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება ტიანძინში ნიკოლ ფაშინიანი.

ჩინეთმა და სომხეთმა მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და გააღრმაონ თანამშრომლობა ყველა სფეროში, განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, იტყობინება CCTV-ი.

სამიტი 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე იმართება.

ასევე ნახეთ „დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს“ - პუტინი და ფაშინიანი ერთმანეთს ჩინეთში, სამიტის ფარგლებში  შეხვდნენ