კრემლი თვლის, რომ ევროპა აფერხებს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში

დმიტრი პესკოვი

Reuters-ი წერს, რომ კრემლის განცხადების თანახმად, ევროპის ქვეყნები აფერხებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად და რომ რუსეთი გააგრძელებს ოპერაციას უკრაინაში მანამ, სანამ არ დაინახავს რეალურ ნიშნებს, რომ კიევი მზადაა მშვიდობისთვის.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსული სახელმწიფო მედიის რეპორტიორებს განუცხადა, რომ „ევროპული ომის პარტია“ კვლავ ხელს უშლის აშშ-სა და რუსეთის ძალისხმევას უკრაინაში.

ასევე ნახეთ ზელენსკის სურს შეხვედრა აშშ-ის და ევროპის წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ რუსეთის ახალი მასშტაბური იერიში მოახლოებულია


პესკოვმა თქვა ასევე, რომ რუსეთი მადლიერია ტრამპის ამ ძალისხმევისთვის და რომ მოსკოვი გააგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რადგან აქამდე უკრაინის მხრიდან მშვიდობისკენ მიმართული „საპასუხო“ ნაბიჯები არ უნახავს.

ასევე ნახეთ ტრამპი: აშშ-ის, რუსეთის და უკრაინის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება