ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკებებს შესაძლებელია უმასპინძლონ თურქეთმა, სპარსეთის ყურის ან ევროპის ქვეყნებმა

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მომზადდება ომის დასასრულებლად" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთს, სპარსეთის ყურის ან ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მასპინძლობა.

„ამ კვირაში იქნება კონტაქტები თურქეთთან, კონტაქტები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის სახელმწიფოებთან, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთთან მოლაპარაკებების მასპინძლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში. - „ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მომზადდება ომის დასასრულებლად“.

ზელენსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ ის და უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კატარში იმყოფებოდნენ ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად.

ზელენსკიმ პუტინს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრისთვის დღის წესრიგი არ მომზადებულა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, რუსეთი "მნიშვნელოვან დათმობებზე" წავიდა უკრაინასთან შეთანხმებასთან მიმართებით. ვენსი თვლის, რომ პროცესში პროგრესია, თუმცა ჯერჯერობით არ ჩანს მკაფიო ნიშანი, რომ ომი დასასრულისკენ მიდის.

ასევე ნახეთ

Reuters-ი: აშშ-მა და რუსეთმა განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასიბიჰას განცხადებით, რუბიოსა და ევროპელ მოკავშირეებთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილესვენსი: რუსეთი მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებასთან მიმართებით უკრაინამ ნატოს წევრობასთან მიახლოებული უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიზელენსკი მხოლოდ პუტინთან განიხილავს ტერიტორიების საკითხს და მხოლოდ ფრონტზე არსებული მდგომარეობის მიხედვითტრამპის თქმით, მას ორ კვირაში ეცოდინება, რა გზით წავა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების სფეროშიალასკის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა: ხუთი რამ, რაც უნდა იცოდეთ უკრაინის მშვიდობის დამყარების მცდელობების შესახებ