ისრაელი - რომელმაც მკაცრად შეზღუდა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა - უარყოფს ბრალდებებს შიმშილის მიზანმიმართულად გამოწვევაზე. ღაზაზე 22 თვის განმავლობაში მიმდინარეობს შეტევა.
ანგარიშში, რომელიც ეყრდნობა იძულებით გადაადგილებული პალესტინელების და შიმშილით დაუძლურებული ბავშვების მკურნალი ექიმების ჩვენებებს, ორგანიზაცია წერს, რომ "ისრაელი ოკუპირებულ ღაზის სექტორში მიმართავს მიზანმიმართულ კამპანიას" შიმშილის გამოწვევისთვის.
ორგანიზაცია ისრაელს ადანაშაულებს "პალესტინელთა ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და საზოგადოებრიობის სისტემატურ განადგურებაში".
"ისრაელის მიერ ბოლო 22 თვის განმავლობაში შემუშავებული და განხორციელებული გეგმებისა და პოლიტიკის განზრახვაა ღაზაში პალესტინელებისთვის ცხოვრების იმგვარი პირობების შექმნა, რომლებიც გათვლილია მათი ფიზიკური განადგურების გამოსაწვევად - რაც ისრაელის მხრიდან ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის ბირთვია" - წერს Amnesty International-ი.
საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესი (AFP) წერს, რომ ისრაელის წარმომადგენლებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ამ ანგარიშის თაობაზე.
Amnesty International-მა აპრილში ისრაელს ბრალი დასდო პალესტინელების წინააღმდეგ "ინტერნეტით გადაცემული გენოციდის" განხორციელებაში - ღაზიდან მათი იძულებით გასახლებით და ომით გაჩანაგებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევით. ისრაელმა მაშინ ამ ბრალდებებს უწოდა "სრული სიცრუე".
ასევე ნახეთ ისრაელის ორი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი ქვეყანა ღაზაში გენოციდს ახორციელებს