ნეთანიაჰუ ამ კვირაში არმიას ღაზაში ომის გეგმის შესახებ ინსტრუქციას მისცემს

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ კვირის ბოლოს მოიწვევს კაბინეტის სხდომას, რათა გადაწყვიტოს, როგორ გააგრძელოს ღაზაში ომი.

AFP-ს მოჰყავს ნეთანიაჰუს სიტყვები: „ამ კვირაში, მოგვიანებით, კაბინეტის სხდომას მოვიწვევ, რათა [არმიას] ინსტრუქცია მივცე, თუ როგორ მიაღწიოს ჩვენ მიერ დასახულ ომის სამ მიზანს“, - განაცხადა მან მთავრობის სხდომის გახსნისას.

ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ისრაელისთვის ომის სამ მიზნად რჩება „მტრის დამარცხება, ჩვენი მძევლების გათავისუფლება და დაპირება, რომ ღაზა აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის“.

5 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელელ მძევლებზე იმსჯელებს.

ისრაელის სამხედრო და უშიშროების სამსახურების 19-მა ყოფილმა წარმომადგენლმა ღაზაში მიმდინარე ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
მძევლების ახლობლებმა ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკა გამოთქვეს ომის პოლიტიკის გამო.

ასევე ნახეთ ისრაელს სურს, რომ ღაზაში მძევლების თემა მსოფლიოში “წინა პლანზე” იყოს - გიდეონ საარი