საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ, 27 ივლისს ღამით დაიწყო და 28 ივლისის 04:50 საათამდე გაგრძელდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის 3 წლის ბავშვი. ოთხს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ტკაჩენკოსგან განსხვავებით 5 დაშავებულის შესახებ იუწყებიან კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის ეროვნული პოლიცია.
ასევე ნახეთ აღმოსავლეთ უკრაინაში მატულობს სამოქალაქო მსხვერპლის რიცხვი, ზელენსკი აცხადებს, რომ კიდევ იქნება დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე27 ივლისს, საღამოს რუსული დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქის იუნაკოვსკის რაიონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა სამგზავრო ავტობუსს. დაიღუპა 3 და დაიჭრა 20 მშვიდობიანი მოქალაქე.