უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ტრამპის ულტიმატუმის პასუხად რუსეთი ამბობს, რომ მისთვის მუქარა მიუღებელია

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ "მოსკოვისთვის მუქარები მიუღებელია", - ეს განცხადება გაკეთდა პასუხად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ულტიმატუმზე, რომლითაც მოსკოვს 50 დღე მიეცა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაეკისრება.

ტრამპი ორშაბათს გამოვიდა უკრაინის ომზე რუსეთის მიმართ გამკაცრებული პოზიციით - აშშ-ის პრეზიდენტმა განსაზღვრა ცეცხლის შეწყვეტაზე ულტიმატუმი და განაცხადა, რომ კიევს დამატებითი შეიარაღება მიეწოდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ 17 ივლისს უკრაინისთვის დამატებითი რაკეტების მიწოდების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას "სისხლისღვრის გაგრძელების" და სამშვიდობო ინიციატივების უარყოფის ნიშანი უწოდა.

ასევე ნახეთ ტრამპი პუტინზე: იმედგაცრუებული ვარ მისგან. მასთან ურთიერთობა არ დამისრულებია


ასევე ნახეთ ზელენსკი: პუტინს ეშინია ამერიკის და მე ამაში დარწმუნებული ვარ