"ოცნებამ" მას უწოდა „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და „საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით გაჯერებული“ ტექსტი.
17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებაში, რომელიც 11 ივლისს გამოქვეყნდა, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან“
ასევე ნახეთ "ანტიევროპული კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს" - 17 ქვეყნის ერთობლივი განცხადება საქართველოზე„ქართული ოცნება“ განცხადებას „18 ევროპელი ჩინოვნიკის“ დაწერილად მოიხსენიებს და გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებს „ხელისუფლების დამხობის მცდელობად“ და „მომიტინგეების ბრუტალურ ძალადობად“ აფასებს.
„როდესაც ვინმეს პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, ყველას გვინდა შევახსენოთ, რომ თუკი სადმე შეიძინა პოლიტიკური ელფერი პოლიტიკოსების სამართლებრივმა დევნამ, ეს სწორედ გერმანია და საფრანგეთია. გერმანიასა და საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების დევნის ფონზე, მათი მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ასევე ნახეთ „ეს იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული წერილი“ - აშშ-ის ელჩი „ოცნების“ ტრამპისადმი არასაჯარო წერილზეტექსტში არაერთხელაა ნახსენები „დიპ სტეიტი“. „ქართული ოცნება“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს სწორედ „დიპ სტეიტმა“ დააშორა.
ასევე ნახეთ პეტერ ფიშერი: დიახ, საქართველო ჩამოშორდა "ტრიოს"„ბრექსიტის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მესამე, განცალკევებული ცენტრი, რომელიც „დიპ სტეიტის“ გლობალური დღის წესრიგის რეალიზებას ემსახურება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.