გუბერნატორი: უკრაინის დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთში მდებარე სპორტულ კომპლექს "ბელგოროდ არენაზე"

დრონის ჩამოვარდნის ადგილი სპორტკომპლექს "ბელგოროდ არენის" სახურავზე, 2025 წლის 12 ივლისი (გუბერნატორ გლადკოვის ტელეგრამის არხი)

უკრაინის დრონებით შაბათს იერიში განხორციელდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ორ სამოქალაქო ობიექტზე - იუწყება რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.

ერთ-ერთმა დრონმა მიზანში ამოიღო სპორტული კომპლექსი "ბელგოროდ არენა". სახურავზე გაჩნდა ხანძარი. გლადკოვის თქმით, თავდასხმის მომენტში სპორტდარბაზში სწავლება მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

გლადკოვი ტელეგრამის არხით ავრცელებს თავდასხმის ამსახველ ვიდეოჩანაწერს და აცხადებს, რომ "მტერი მიზანმიმართულად უტევს მშვიდობიანი სამოქალაქო ობიექტებს".

ჩინოვნიკი არ აკონკრეტებს, კიდევ რომელი ობიექტი დაზიანდა, ის მხოლოდ აღნიშნავს, რომ ზიანი მიადგა ფასადსა და ფანჯრებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 ივლისის დილას საჰაერო თავდაცვამ ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდო უკრაინის ოთხი დრონი.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინაში დარტყმები განახორციელა ლვოვზე, ჩერნოვციზე, ლუცკსა და ხარკოვზე