საბა ჯიქიას საქმის მოსამართლემ 2023 და 2024 წლებში მოგზაურობაში 20 000 - 20 000 ლარი დახარჯა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, რომელმაც პროევროპული აქციების მონაწილეს, 19 წლის სტუდენტ საბა ჯიქიას, დღეს, 10 ივლისს, თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა, გასულ წლებში მოსამართლის ხელფასის თითქმის მეოთხედი მოგზაურობაში დახარჯა.
  • 2025 წლის აპრილში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წელს 44 წლის მოსამართლემ ხელფასის სახით 95 271 ლარი (თვეში 7 939 ლარი) მიიღო - ამავე წელს მან მოგზაურობაში 20 000 ლარი დახარჯა.
  • 2024 წლის მარტში შევსებული დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ მოსამართლემ, რომელმაც 2023 წელსაც 20 000 ლარი დახარჯა მოგზაურობაში, ხელფასის სახით ამ წელს 85 513 ლარი მიიღო (თვეში 7 126 ლარი).


თამარ მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე 2024 წლის დეკემბერში გახდა - მანამდე ორი წლის განმავლობაში ის ამავე სასამართლოში საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე იყო.

2021 წლიდან 2022 წლამდე კი ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილავდა.

პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანებიდან ის არის ასევე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების, თედო აბრამოვის და ნიკა კაციას საქმეების მოსამართლე.

მჭედლიშვილი ერთ-ერთია ლიეტუვის მიერ სანქცირებული ქართველი მოსამართლეებიდან.

ასევე ნახეთ რა შუაშია დანა და საბა ჯიქიას საქმე
ასევე ნახეთ სადავო პარლამენტმა მოსამართლეებს ხელფასები გაუორმაგა