დაწერა 10 ივლისს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პლატფორმა X-ზე.
ხუთშაბათს იტალიის დედაქალაქში "უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე" გამოსვლისას, მერცმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერების საჭიროებას აშშ-ის მიერ “პეტრიოტის” ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების გზით:
„ამ საკითხზე მჭიდრო კონტაქტში ვარ აშშ-ის მთავრობასა და პრეზიდენტ ტრამპთან. ჩვენ აგრეთვე მზად ვართ აშშ-სგან შევისყიდოთ „პეტრიოტის“ დამატებითი სისტემები, რომ ისინი ხელმისაწვდომი გავხადოთ უკრაინისთვის“.
ასევე ნახეთ უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის შემდეგ ზელენსკიმ პარტნიორებს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდაგერმანიის კანცლერმა მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, დადგეს ევროპის გვერდით უკრაინის დასაცავად და იმოქმედოს ომში მყოფი ქვეყნისთვის დამატებითი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად:
„დადექი ჩვენ გვერდით და დადექი ევროპელების გვერდით. ...ჩვენ ვისწრაფვით სტაბილური პოლიტიკური წესრიგისკენ მსოფლიოში. დადექი ჩვენ გვერდით, ამ მხარეს და ჩვენი საერთო ისტორიის ამ ფურცელზე“.
ასევე ნახეთ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის მოლოდინშიბოლო კვირებსა და თვეებში აშშ-ის სურვილი - განაგრძოს უკრაინის დახმარება - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ყოყმანობს რუსეთის წინააღმდეგ არსებითად ახალი სანქციების დაწესებაზე. ივლისის დასაწყისში პენტაგონმა შეაჩერა საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის გაგზავნა უკრაინაში.
მიმდინარე კვირაში სენატის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ტრამპი მზად არის, მხარი დაუჭიროს სანქციების პაკეტს და რომ აშშ-მა განაახლა იარაღის მიწოდება. ამან ევროპაში იმედი გააღვივა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა მიდგომა უკრაინის დახმარებისადმი. ამის მიუხედავად, ევროპელი მოკავშირეები მაინც შფოთავენ, რომ ტრამპის მხარდაჭერა მერყევია.
გერმანიის კანცლერის თანახმად, ის გასულ ხუთშაბათს ესაუბრა ტრამპს “სისტემების მიწოდებაზე”, რომლებიც აშშ-ს თავადაც სჭირდება, “თუმცა კიდევ ბევრი აქვს და ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ახლა აწარმოებენ მოლაპარაკებებს მათი მიწოდების თაობაზე. ეს ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი”.
რომში გამართულ კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოზიცია უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის გახსნაზე მკაფიოა და რომ თავდაცვითი ომის წარმოების მიუხედავად, უკრაინა ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ევროინტეგრაციის პროცესში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.
ასევე ნახეთ „დამქანცველი ხოცვა-ჟლეტა“ - დაიწყო თუ არა რუსეთის არმიის ზაფხულის შეტევა?