კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

რუსეთის ჯარებმა დრონებითა და რაკეტებით კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს 4 ივლისსაც

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს.

მასირებული კომბინირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 10 ივლისის დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავდა 12 ადამიანი, რომელთაგან 9 ჰოსპიტალიზებულია.

კიევის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა სახლებსა და სხვა შენობებში.

ასევე ნახეთ უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა მასირებული შეტევისთვის 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენა

ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიევზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. მათ შორის 4 ივლისს რაკეტებითა და დრონებით მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.