"იცით, ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ სანქციებზე და მას ესმის, რომ ისინი შესაძლოა დაწესდეს", - თქვა საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა ტრამპმა 4 ივლისს.
ტრამპმა განმარტა მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ "იმედგაცრუებულია" პუტინთან 3 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრით.
"მას სურს ბოლომდე იაროს, გააგრძელოს ხალხის ხოცვა, ეს არაა კარგი", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კრემლის ლიდერით "ძალიან უკმაყოფილოა".
რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც ამ ლაპარაკს უწოდა "ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო".
ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ, რამაც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ უნდა უბიძგოს.
გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპს რუსეთისთვის არ დაუწესებია ახალი სანქციები. ექსპერტები ამბობენ, რომ მისმა ადმინისტრაციამ შეარბილა არსებული სანქციების მოქმედება.
ტრამპმა დაადასტურა, რომ ზელენსკის ესაუბრა საჰაერო თავდაცვის შესახებ - რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის, იმ ფონზე, როცა რუსეთმა მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გააძლიერა კიევისა და სხვა ქალაქების საჰაერო დაბომბვა.
ასევე ნახეთ განვიხილეთ ცის დაცვა - ზელენსკი ტრამპთან სატელეფონო საუბარზე