რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი ვერსია თვითმკვლელობაა. ტელეგრამ-არხ Baza-ს ცნობით, ანდრეი ბადალოვი სახლის მე-10 სართულზე ცხოვრობდა, თუმცა მე-17 სართულის აივნიდან გადმოვარდა.
კომპანიამ ბადალოვის „მოულოდნელი გარდაცვალება" დაადასტურა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებია.
ანდრეი ბადალოვი „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო 2021 წლიდან.
რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული „ტრანსნეფტი“ ნავთობის ტრანსპორტირების უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს რუსეთში მოპოვებული ნავთობის 83%-ის და ქვეყანაში წარმოებული ნავთობპროდუქტების 30%-ის ტრანსპორტირებას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო „ტრანსნეფტი“ სანქცირებულია ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ.
ასევე ნახეთ „მოულოდნელად გარდაიცვალა“ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტიბოლო წლებში რუსეთში მოულოდნელად გარდაიცვალა მსხვილი კომპანიების არაერთი ხელმძღვანელი.
მათ შორის, 2022 წლის სექტემბერში ანდრეი ბადალოვის მსგავსად დაიღუპა ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი. მისი ცხედარი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრების ქვეშ იპოვეს.
ასევე ნახეთ “კრაზანების ბუდე” - რუსეთში მილიონერები ისევ უცნაურ ვითარებაში კვდებიან