რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და თეთრ სახლს და თავდაცვის სამინისტროს მიმართა, ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი ჩაატარონ.
პრეზიდენტისთვის 2 ივლისს გაგზავნილი წერილი კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ბრაიან ფიცპატრიკი შეშფოთებულია ცნობებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ეს ხდება ომის დაწყების შემდეგ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის უმსხვილესი საჰაერო შეტევების ფონზე.
რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალები იცავენ არა მხოლოდ თავის სამშობლოს, არამედ თავისუფლების ფრონტის ხაზსაც, თავისუფლებას კი ნახევარზომებით ვერ დაიცავ.
ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება1 ივლისს ამერიკული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ზოგიერთი სახეობის იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების მიწოდება შეუჩერა, რასაც პენტაგონის მარაგების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეს უკავშირებენ.
2 ივლისს გამოცემა The Wall Street Journal-მა თეთრი სახლის და კონგრესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნაწილობრივ შეჩერება ეხება იარაღს, რომელიც უკვე პოლონეთის საწყობებშია და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო.
2 ივლისს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ პენტაგონში მიმდინარეობს შესაძლებლობების გაანალიზება, რათა დარწმუნდნენ, რომ სხვა ქვეყნების სამხედრო დახმარება ამერიკას არ დააზარალებს. პარნელის თანახმად, მსგავსი შეფასება პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრს დაეხმარება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.
2 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული ჯონ გინკელი. მას შეხვდა მინისტრის მოადგილე მარიანა ბეცა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების შეფერხება რუსეთს უბიძგებს ომისა და ტერორის გაგრძელებისკენ. იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დეტალების დასაზუსტებლად ამერიკელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი ითხოვეს.
2 ივლისს, დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების დეტალებს „სამუშაო დონეებზე“ არკვევენ.
ასევე ნახეთ რუსეთმა დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა ოდესაზერუსეთის ჯარები რაკეტებით და დრონებით ინტენსიურად უტევენ უკრაინის ქალაქებს. კიევი პარტნიორებს გამუდმებით მოუწოდებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ, განსაკუთრებით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებისკენ.