გერმანიის პარლამენტის ახალმა კონსერვატორმა პრეზიდენტმა, იულია კლოკნერმა, მაისში განაცხადა, რომ “ცისარტყელას დროშა” 26 ივლისის ღონისძიების დროს, რომელიც Christopher Street Day-ს (CSD) სახელითაა ცნობილი, არ აღიმართებოდა.
მისი თქმით, ამიერიდან დროშა ცისარტყელას ფერებით შენობაზე მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღიმართება.
კლოკნერის წინამორბედის დროს, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, ასეთი დროშა 2022 წლიდან აღიმართებოდა ბერლინის აღლუმის დროს.
ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ლგბტქ თემის უფლებების დამცველთა და "მწვანეების" და ულტრამემარცხენე "ლინკე-ს" პარტიების ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა პროტესტი.
მერცმა დაიცვა ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ გერმანიის პარლამენტი "არ არის ცირკის კარავი”, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება".
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან, ARD-სთან ინტერვიუში, მერცმა განაცხადა, რომ წელიწადში არის ერთი დღე, როცა ცისარტყელას ფერების დროშა აღიმართება ბუნდესტაგზე.
"ყველა სხვა დღეს, გერმანიის და ევროპის დროშებია აღმართული და არანაირი სხვა დროშა. და ეს გადაწყვეტილება სწორია", - განაცხადა მან.
LSVD-მ, გერმანიაში ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველმა უდიდესმა ორგანიზაციამ მერცი ლგბტქ თემის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა თავისი "უხეში შეცდომის" გამო.
"ცისარტყელას ფერების დროშა საცირკო ატრიბუტი კი არა, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალური სიმბოლოა", - განუცხადა გერმანიის ტელევიზიის მეორე არხს, ZDF-ს საბჭოს წევრმა, ანდრე ლემანმა.
"მინდა შევახსენო კანცლერს, რომ ის საუბრობს ჯგუფზე, რომელსაც ნაცისტები დევნიდნენ", - თქვა მან.
ლგბტ საკითხებში მთავრობის წარმომადგენელმა, სოფი კოხმა, განაცხადა, რომ ბერლინის პრაიდის მსვლელობის დროს ცისარტყელას ფერების დროშის აღმართვა იქნებოდა ლგბტქ თემის უფლებების დაცვის მიმართ „სახელმწიფოს ძლიერი ერთგულების“ გამომხატველი.
"ამის გაგება მართებს ფედერალურ კანცლერს", - თქვა მან.