ლიეტუვა და ესტონეთი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავ კონვენციას ტოვებენ

„რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გაკვეთილები გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთ დასაცავად არ უნდა დავაწესოთ ცალმხრივი შეზღუდვები ისეთ შეიარაღებაზე, რომელთა არგამოყენებას მტერი არ აპირებს“, - მარგუს ცაჰკნა.

ლიტვამ და ესტონეთმა გაერო გააფრთხილეს, რომ ტოვებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციას.

ე.წ. ოტავის ხელშეკრულება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, გამოყენებას, შენახვას და გადაცემას. გარდა ამისა, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულებას იღებენ, გაანადგურონ ყველა უმართავი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომლებიც მათ მარაგშია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვას "არ აქვს ილუზიები - პუტინის რუსეთი ევროპისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე დიდი ეგზისტენციალური საფრთხეა", ამიტომ ქვეყანა "მიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ დაწერა, რომ „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გაკვეთილები გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთ დასაცავად არ უნდა დავაწესოთ ცალმხრივი შეზღუდვები ისეთ შეიარაღებაზე, რომელთა არგამოყენებას მტერი არ აპირებს“.

ქვეყნები ოფიციალურად წყვეტენ ხელშეკრულებას გაეროს გაფრთხილებიდან ექვსი თვის შემდეგ.

ლატვია, ფინეთი და პოლონეთიც ასევე გავიდნენ ოტავის ხელშეკრულებიდან. ეს გადაწყვეტილება მათ ახსნეს რუსეთის აგრესიით, რომელმაც დაადასტურა, რომ კრემლი არ ცნობს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ საზღვრებს და საერთაშორისო სამართალს.

ასევე ნახეთ ფინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ამკრძალავი კონვენციიდან გასვლას. მიზეზი რუსეთიდან მომავალი საფრთხეა


ასევე ნახეთ ნაღმები შავ ზღვაში? - კახოვკის კატასტროფის შედეგები