მოსამართლეების ხელფასები ე.წ. საბაზისო თანამდებობრივ სარგოსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტზე ნამრავლი იქნება. 2025 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 1460 ლარია.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (ნინო ქადაგიძე) 14 600 ლარი (კოეფიციენტი 10.0) ნაცვლად 7000 ლარისა;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (გიორგი მიქაუტაძე) 13 432 ლარი (9,2) ნაცვლად 6500 ლარისა;
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ლევან თევზაძე) - 13 140 ლარი (9.0) ნაცვლად 6300 ლარისა;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები (ყველა მოსამართლე, რომლებსაც არ უკავიათ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა) – 12 410 ლარი (8.5) ნაცვლად 6000 ლარისა;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (მიხეილ ჩინჩალაძე) - 12 264 ლარი (8,4) ნაცვლად 5800 ლარისა;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ირაკლი შენგელია) – 12 118 ლარი (8.3) ნაცვლად 5 600 ლარისა;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები და საგამოძიებო კოლეგია) – 11 972 ლარი (8.2) ნაცვლად 5300 ლარისა;
- სააპელაციო სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე – 11 826 ლარი (8.1) ნაცვლად 5000 ლარისა;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე (ვასილ მშვენიერაძე) - 11 972 ლარი (8.2) ნაცვლად 4600 ლარისა;
- სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეები – 11 388 ლარი (7.8) ნაცვლად 4600 ლარისა;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები - 11 388 ლარი (7.8) ნაცვლად 4300 ლარისა;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 10 950 ლარი (7.5) ნაცვლად 4300 ლარისა;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 10 512 ლარი (7.2) ნაცვლად 4000 ლარისა.
გარდა ამისა, გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასებიც:
- თავმჯდომარის 14 600 ლარი (კოეფიციენტი 10.0) ნაცვლად 7000 ლარისა;
- თავმჯდომარის მოადგილის 13 140 ლარი (9.0) ნაცვლად 6300 ლარისა;
- მოსამართლე, რომელსაც არ უკავია სხვა თანამდებობა - 12 410 ლარი (8.5) ნაცვლად 6000 ლარისა.
ეს კანონპროექტი სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო, მოსამართლეებს კი ხელფასები გაეზრდებათ კანონის „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნებისთანავე.
ასევე ნახეთ 1 იანვრიდან პარლამენტარების ხელფასი 2,5-ჯერ გაიზარდაგარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახადა მოსამართლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ასევე ნახეთ მოსამართლის სიტყვიერი „უპატივცემულობა“ პატიმრობით ან ჯარიმით დაისჯება - სადავო პარლამენტმა კანონპროექტი მიიღოეს გადაწყვეტილებები დროში ემთხვევა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და კანონმდებლობის გამკაცრებას.