თუმცა, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პროცედურა ნებაყოფლობითია.
დიპლომატიური უწყების ვებსაიტზე მითითებულია, რომ საუბარია "ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე", რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.
„ექსპერიმენტის ფარგლებში, რუსეთში უვიზოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ჩასვლამდე, სულ მცირე, 72 საათით ადრე გაიარონ ციფრული რეგისტრაცია "Госуслуги RuID-ის" აპლიკაციაში. გადაუდებელ შემთხვევებში (მაგალითად, ახლო ნათესავის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში), განაცხადის წარდგენა დაშვებულია უფრო მოკლე ვადაში - ჩასვლამდე ოთხი საათით ადრე“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, 30 ივნისიდან რუსეთის ყველა სასაზღვრო პუნქტში შეგროვდება ბიომეტრიული მონაცემები: ფოტოები და თითის ანაბეჭდები. მანამდე ამ საკითხის კომენტირებისას სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითია.
ასევე ნახეთ რუსეთში დიასპორის ხელმძღვანელი ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭებას ითხოვსრუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის" რუსეთში შესვლის პროცედურა უცვლელი რჩება.
"რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსპერიმენტი ნებაყოფლობითია. დადგენილების შესაბამისად შევსებული განაცხადის არარსებობა გავლენას არ მოახდენს სასაზღვრო კონტროლის ჩატარებაზე და არ იქნება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის საფუძველი“, - განაცხადეს უწყებაში.
ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელეს "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოებმა."
მათ აღნიშნეს, რომ რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციაში შესვლის განაცხადის ნებაყოფლობითობას RU ID-ის აპლიკაციაში.
„შევსებული განაცხადის არარსებობა გავლენას არ მოახდენს სასაზღვრო კონტროლის ჩატარებაზე და არ იქნება შესვლაზე უარის თქმის საფუძველი.“
აღნიშნულია, რომ მითითებული მობილური აპლიკაციის მომხმარებლებს წინასწარ შეუძლიათ შეამოწმონ, აქვთ თუ არა რუსეთის ფედერაციაში შესვლის შეზღუდვები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
ასევე ნახეთ დიასპორის ხელმძღვანელი: საქართველოს ბევრი მოქალაქე აშშ-დან და ევროკავშირიდან რუსეთში გადადის„რუსეთის ფედერაციაში შესვლისთანავე, შესვლის განაცხადში მოცემული მონაცემების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ავტომატურად გადაეცემა СНИЛС (ინდივიდუალური პირადი ანგარიშის სადაზღვევო ნომერი), რომელიც აუცილებელია საკომუნიკაციო ხელშეკრულების დადებისა და SIM ბარათის შესაძენად", - განაცხადეს საელჩოში.
- ექსპერიმენტი ვრცელდება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, გარდა ბელარუსის მოქალაქეებისა; ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისა; დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებისა; საერთაშორისო ორგანიზაციების თანამდებობის პირებისა (და მათი ოჯახის წევრების); დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისა.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს შემოღებული სავიზო რეჟიმი. ამავდროულად, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. 2024 წლის ოქტომბერში პუტინმა გააფართოვა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.