ეკონომიკის ახალი მინისტრი მილიონერია - რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ეკონომიკის მინისტრად დანიშნული მარიამ ქვრივიშვილი მილიონერია. 35 წლის პოლიტიკოსი ბოლო წლები ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა მისი მთავარი შემოსავალი კერძო სექტორიდან მიღებული თანხაა.

საკუთარი და ქმრის, ოთარ ბერიშვილის შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე ქონების შესახებ მარიამ ქვრივიშვილი წერს 2025 წლის 30 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ოჯახი უძრავ ქონებას მხოლოდ დედაქალაქში ფლობს. მათ ეკუთვნით: სამი ბინა, მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი.

ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან

მარიამ ქვრივიშვილს ძვირადღირებული სამკაულები აქვს. მათ შორის არის 12 000 დოლარად ნაყიდი Rolex-ის ფირმის საათი. ასევე, ამავე ბრენდის 10 000 დოლარიანი მეორე საათიც (ნაჩუქარი). 2017 წელს მან შეიძინა ჯამში 10 500 დოლარის ღირებულების Cartier-ის ბრენდის სამაჯური და ბეჭედი. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის 2018 წელს 60 000 დოლარად ნაყიდი ავტომობილი BMW X6.

ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის ახალ მინისტრს საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 309 000 ამერიკული დოლარი და 120 000 ლარზე მეტი.

ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან

2024 წელს მარიამ ქვრივიშვილმა 300 000 ლარზე მეტი მიიღო ორი კომპანიიდან.

ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან

ეკონომიკის მინისტრის ქმარი მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს - მხოლოდ 2024 წელს შპს „აჭარა ჯგუფში“ (რომელიც ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის „სტამბას“, „რუმსს“) მმართველ დირექტორად მუშაობით 385 ათას ლარზე მეტი მიიღო.

ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან

კომპანიებიდან და სამსახურებიდან მიღებული ანაზღაურების გარდა, მარიამ ქვრივიშვილი შემოსავალს იღებდა უძრავი ქონების გაქირავებით (11 975 დოლარი).

ოჯახის შემოსავლებზე წარმოდგენას ქმნის მოგზაურობასა (38 000 ლარი) და ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე (20 000 ლარი) დახარჯული თანხები.

ამონარიდი მარიამ ქვრივიშვილის დეკლრაციიდან