„პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა - უკრაინასა და მოლდოვაზე“, - აცხადებს იოზვიაკი.
უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს საქართველოსაც, თუმცა მათგან განსხვავებით მოლაპარაკებები არ გახსნილა. როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ეს კი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მიღებულ კანონებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს მედიისა და სამოქალაქო სექტორის მდგომარეობას.
ასევე ნახეთ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – ელჩი ჰერჩინსკი2024 წლის 20 თებერვალს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ხელშესახებ შედეგზე ისაუბრა:
„როუმინგის მხრივ, ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოს მთავრობის მუშაობის ტემპით. ამჟამად ხელთ გვაქვს ყველაფერი, რათა შევთავაზოთ ევროკავშირის საბჭოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოს ინტეგრირება როუმინგის არეალში... ეს შეამცირებს როუმინგისა და მობილური ინტერნეტის ხარჯებს საქართველოში, ასევე, ქართველებისათვის, რომლებიც მოგზაურობენ და ცხოვრობენ ევროპაში“.
ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ეს „ისეთივე ხელშესახები მიღწევაა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია“.
ასევე ნახეთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში როუმინგის ხარჯები შეუმცირდებათ - ევროკომისარი