აფეთქებები იყო სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც რუსეთის სამხედრო აეროდრომი და ნავთობის ბაზა მდებარეობს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ ხანძარი გამოიწვია ენგელსის „ერთ-ერთ საწარმოში“. ბუსარგინმა კონკრეტული საწარმო არ დაასახელა. გუბერნატორის ინფორმაციით, ენგელსში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლიც.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანეს 2025 წლის იანვარშიც. მარტში შეტევა იყო ენგელსის სამხედრო აეროდრომზეც.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, ენგელსის აეროდრომზე დარტყმით რუსეთს 96 რაკეტა გაუნადგურეს ასევე ნახეთ უკრაინული დრონების სამიზნე ენგელსის ნავთობის ბაზაზე მეექვსე დღეა ხანძარს აქრობენძლიერი აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ ბრიანსკშიც. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობების და ვიდეოების თანახმად, აფეთქება ქალაქის აეროპორტის რაიონში მოხდა. ბრიანსკის აეროპორტი სამოქალაქო ავიაციისთვის დახურულია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
უკრაინული დრონებით შეტევისა და მათი „განადგურების“ შესახებ გამთენიისას ტელეგრამით იუწყებოდნენ მოსკოვის მერი და კალუგის და ტულის ოლქების გუბერნატორებიც.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვამ მოიგერია 10 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც მოსკოვზე შეტევას ცდილობდნენ. სობიანინს არაფერი უთქვამს ხმელეთზე შედეგების შესახებ.
ასევე ნახეთ კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლიტულის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მილიაევის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი დრონის მოგერიებას და ოთხი ავტომობილის დაზიანებას იუწყებოდა კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაპშა.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის და რუსეთის რამდენიმე რეგიონის აეროპორტები.
განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 6 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, ღამის განმავლობაში ბრიანსკის, როსტოვის, სარატოვის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, რიაზანის, ტულის, ბელგოროდის და ტამბოვის ოლქებში, მოსკოვის რეგიონსა და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 174 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე კი - 3 უკრაინული მართვადი რაკეტა „ნეპტუნი“.
განახლება: 6 ივნისს, შუადღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე ენგელსის და რიაზანის ოლქში მდებარე დიაგილევოს სამხედრო აეროდრომებზე.
ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს