გენშტაბის თანახმად, სარაკეტო შეტევა დღეს, 5 ივნისს განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის რაიონზე, საიდანაც რუსეთის ჯარების 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი ცდილობდა დარტყმას უკრაინის ერთ-ერთ ქალაქზე, სავარაუდოდ, კიევზე.
ბრიანსკის ოლქში დარტყმის სამიზნედ დასახელებულია რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია, შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მოქმედების შედეგად, ერთი სარაკეტო-გამშვები დანადგარი აფეთქდა, კიდევ ორი კი, დიდი ალბათობით, დაზიანდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმის საბოლოო შედეგები დაზუსტების ეტაპზეა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიანსკის ოლქში „ისკანდერებზე“ შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ უკრაინამ რუსეთს 4 აეროდრომზე 41 სამხედრო თვითმფრინავი დაუზიანა - გენერალი მალიუკი ასევე ნახეთ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა. ტრამპი: პუტინმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება უპასუხოს საჰაერო ბაზებზე თავდასხმას