მოსახლეობას და სამხედროებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ, მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სწორედ სუვერენიტეტის შესუსტებასა და რუსეთთან დამოკიდებულების გაზრდასთან დაკავშირებით ისმის პრეტენზიები სამოქალაქო სექტორისგან, ოპოზიციური პარტიებისა და მეხუთე პრეზიდენტისგან.
კობახიძე ამბობს, რომ „დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი“. მან თქვა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მსგავსად, დღესაც აღვივებენ სიძულვილს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ დაუსახელებია.
„დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ, მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენს და ნიჭს წინ ვერაფერი დაუდგება“.
დღეს, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი 107 წლის წინათ მიიღო.
ასევე ნახეთ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
ასევე ნახეთ Quiz - 26 მაისირუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.
70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: 26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე 26 მაისზე: ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება ასევე ნახეთ "საქართველოს ჰყავს ანტიქართული მთავრობა, ამიტომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, თავად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე"