„ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც აქვს საქართველოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა სიტყვიერი ნოტა. საქართველოს ხელისუფლებამ ზეპირი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია მივლინების ადგილას დაბრუნება“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
გუშინ, 22 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს.
ასევე ნახეთ ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმარადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ „ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას“.
„აღნიშნულზე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საიმონ ვანდერბრუკს და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. კომენტარების მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სოფლის მეურნეობის რუსული პროდუქციის სრულად დაბეგვრას