სარდლობის მიერ დღეს, 21 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა 20 მაისს განხორციელდა სამხედრო ნაწილის სასროლეთზე მიმდინარე სწავლების დროს.
ეროვნული გვარდიის თანახმად, დაიღუპა 6 და დაიჭრა 10-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.
სარდლობა კონკრეტულ სამხედრო ნაწილს არ ასახელებს და აცხადებს, რომ არსებობს საჰაერო შეტევის საფრთხის პირობებში მოქმედების და პირადი შემადგენლობის თავმოყრისა და უსაფრთხოების წესები, რომელთა სავარაუდო დარღვევის გამო გამოძიება მიმდინარეობს. დაითხოვეს სამხედრო ნაწილის მეთაური.
ასევე ნახეთ რუსეთიდან იუწყებიან უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებრუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მაისს, ღამით ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუმის ოლქის დასახლებული პუნქტის, შოსტკის რაიონში რაკეტა „ისკანდერით“ დაარტყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის პირველი ბრიგადის მომზადების ადგილს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, „განადგურებულია 70-მდე სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 20 ინსტრუქტორი, საბრძოლო მასალების საწყობი და 10 ერთეული ტექნიკა“.