ამ იშვიათ ჭალის ტყეში უამრავი სახეობის ჩიტია, სხვადასხვა ცხოველი და მწერი ბინადრობს, სხვადასხვა სახის მცენარე ხარობს. ჩიტებზე დამკვირვებლები ჩიტებს აკვირდებიან, დამსვენებლებს პიკნიკები აქვთ, შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან, ბავშვების ჟრიამულია მანამ, სანამ კრწანისის ტყეპარკის საინვესტიციო ბედი არ გაირკვევა.
ბავშვები კრწანისის ტყეპარკში
Your browser doesn’t support HTML5
ნინო ლაღიძე, გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, „ლიმპოპოს" პროგრამის ფარგლებში გაკვეთილს უტარებს ბავშვებს კრწანისის ტყეპარკში. თემა ერთმანეთის ნდობა და დახმარებაა.