14 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას მან აგრეთვე განმარტა:
“ჩვენ შევქმენით პრივილეგირებული ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება ასოცირების შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და ამჟამად კანდიდატის სტატუსსაც. თუმცა ეს ყველაფერი განვითარდა იმის გაგებით, რომ საქართველო: პირველი - არის დემოკრატიული ქვეყანა და მეორე - საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ბოლო წელიწადის განმავლობაში რასაც ვხედავთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს იმის თაობაზე, ჯერ კიდევ არის თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეორე - ნამდვილად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება გადააზრება იმისა, მთელი ეს პრივილეგირებული ურთიერთობა კვლავაც არის თუ არა დამსახურებული და ასეთი სახის განსჯა მიმდინარეობს ახლა ბრიუსელში”.
ასევე ნახეთ „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეწყვეტილია“ - ევროპელი ლიდერების კრიტიკული შეფასებები საქართველოზეევროკავშირის ელჩმა ეს კომენტარი გააკეთა 14 მაისს, საქართველოში პოლონეთისა და უკრაინის საელჩოების, აგრეთვე ორგანიზაცია CASE-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „რუსეთის საფრთხე და მისი გააზრება: პოლონეთის უკრაინისა და საქართველოს გაკვეთილები“ - პარალელურად.
ევროპული საბჭოს 2024 წლის ოქტომბერში გამართული სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში გამოიხატა სერიოზული შეშფოთება "ქართული ოცნების" მოქმედების კურსის გამო და ჩაიწერა, რომ „მოქმედების ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს მიღების პროცესს“. მანამდე, 2024 წლის ზაფხულიდან დაწყებული, ევროკავშირის არაერთ წარმომადგენელს, საქართველოში ელჩის ჩათვლით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე ჰქონდა გაცხადებული იმ ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც "ქართული ოცნება" იღებს და რომლებიც "დემოკრატიის უკუსვლას" იწვევს.
ასევე ნახეთ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – ელჩი ჰერჩინსკი