მოუსმინე სტატიას - აღშფოთებულ „ოცნებას“ ტრამპის იმედი აქვს

Your browser doesn’t support HTML5

“მტრული აქტი”, “უსამართლო აქტი”, „უმადურობის აქტი“ – “ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა სახელი შეურჩია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცებულ “მეგობარ აქტს” [MEGOBARI Act], რომელიც თანდათან სულ უფრო უახლოვდება კანონად ქცევის ეტაპს. დამტკიცებას მალევე მოჰყვა სანქცირების კანდიდატთა სიაც.