11 მაისის ღამის 11 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში და 12 მაისს, გამთენიისას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა სოციალური ქსელებით ავრცელებდა ცნობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კიევის, სუმის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში რუსული დრონებისა და საჰაერო განგაშის შესახებ.
12 მაისის დილის 7 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე რამდენჯერმე გამოქვეყნდა ცნობაც, რომ რუსეთის ტაქტიკურმა ავიაციამ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებისკენ გაუშვა მართვადი ავიაბომბები.
განახლება: სუმის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმა იყო ენერგეტიკოსების ავტომანქანაზე. დაიღუპა ერთი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიჭრა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში, სადაც ნაწილობრივ დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა და სახანძრო ნაწილი.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დრონით დარტყმა იყო სატვირთო მატარებელზე. დაიჭრა მემანქანე.
ასევე ნახეთ ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს დათანხმდეს პუტინთან შეხვედრას. ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პირადად დაელოდება პუტინს სტამბოლში10 მაისს კიევში ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები, რომლებმაც უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ზავზე უარის შემთხვევაში, დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრნენ.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით და რუსეთისგან პასუხს ელოდებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.
11 მაისს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხვალ(12 მაისს) ელოდებიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი ხუთშაბათს(15 მაისს) პუტინს თურქეთში დაელოდება.
ასევე ნახეთ მაკრონი: მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს ასევე ნახეთ კით კელოგი: ჯერ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ მოლაპარაკებები