„ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა მოუწოდა ნაანდერძები მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კარგი ტრადიციების შენარჩუნებისკენ და დავიწყებას არ მიეცეს საერთო ისტორიული მემკვიდრეობა და არ დაიშვას მეგობარ ერებს შორის შუღლის დათესვა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მილოცვაში უკრაინა არ არის ნახსენები.
ასევე ნახეთ ევროპული ტრიბუნალი უკრაინაში აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელთა წინააღმდეგ - რას გამოიძიებს?რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსი" შეახსენებს მკითხველებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ამჟამად დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, მოლდოვას კი სათავეში "ანტირუსულად განწყობილი ხელმძღვანელობა უდგას".
"თუმცა, როგორც მოსკოვი უცვლელად უსვამდა ხაზს, ეს არ ნიშნავს ამ ქვეყნების ხალხებთან მეგობრული ურთიერთობების დასრულებას. დიპლომატიური ტრადიცია მოითხოვს სახელმწიფოების მეთაურებისთვის მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვას, თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ლიდერი პირდაპირ მიმართავს იმ ქვეყნების ხალხებს, რომელთა ელიტებიც რუსეთთან ურთიერთობებს აზიანებენ“, - იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
ასევე ნახეთ პუტინის შიშები - ვინ ჩავა და ვინ არ ჩავა 9 მაისს მოსკოვში?რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი, მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
9 მაისს საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს - ეს ოფიციალური დღესასწაული და დასვენების დღეა.
ასევე ნახეთ "მათი საშიში სამყარო" - როგორ ამზადებს კრემლი მოსახლეობას ნატოსთან ომისთვის