აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ 3 სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე შეტყობინება მიიღეს

აშშ-ის დროშა

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ შეატყობინეს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ. 

საელჩომ ინფორმაცია მიიღო შემდეგი სავაჭრო ცენტრების შესახებ:

  • „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
  • „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
  • თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.

საელჩომ მოუწოდა თავის თანამშრომლებს, უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ ამ ადგილებს.

რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ „მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.

თბილისის სამ დიდ სავაჭრო ცენტრში, რომლებში ბომბის საფრთხის შესახებაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს აცნობეს, ევაკუაცია არ გამოცხადებულა. ცენტრები მუშაობას განაგრძობენ ისე, რომ კლიენტების ნაწილმა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაზე არც კი იცის.