"ეს განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს: ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას იარაღის სფეროში და გავაძლიერებთ ნატოს ევროპულ სვეტს", - აღნიშნავს კანცლერი.
„პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები ევროპის გულში“ - წერს ფრიდრიხ მერცი X-ის ოფიციალურ გვერდზე და გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ორი ქვეყანა „ერთად წინ წასწევენ ევროპას“. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება მერცის ვიზიტს - „ჩვენს ხელშია, რომ ეს მოხდეს“, - წერს მაკრონი.
ფრიდრიც მერცი აღნიშნავს, რომ მას და ემანუელ მაკრონს არაერთხელ გაუზიარებიათ ერთმანეთისთვის მოსაზრებები - „ჩვენ გვჯერა გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის!“
ასევე ნახეთ ბუნდესტაგმა მეორე კენჭისყრით გერმანიის კანცლერად მერცი აირჩიაფრიდრიხ მერცი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება.
„გერმანია კვლავ იღებს პასუხისმგებლობას - არა ხმაურიანი, არამედ სანდო. არა ქედმაღლური, არამედ თანამშრომლური“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.
ფრიდრიხ მერცს კანცლერის პოსტზე 6 მაისს მეორე მცდელობისას დაუჭირა მხარი ბუნდესტაგის 325-მა დეპუტატმა. პირველი კენჭისყრა წარუმატებელი აღმოჩნდა - მერცს 6 მხარდამჭერის ხმა დააკლდა (საჭირო იყო 316) და მეორე კენჭისყრა სამშაბათსვე, რამდენიმე საათში გაიმართა.
ასევე ნახეთ კობახიძე, რომელმაც გერმანიის ელჩს „ე.წ. ელჩი“ უწოდა, ახალ კანცლერს არჩევას ულოცავს