ბუნდესტაგმა მეორე კენჭისყრით გერმანიის კანცლერად მერცი აირჩია

ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

გერმანიის ბუნდესტაგმა ახალ კანცლერად კონსერვატიული პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩია. მას მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა. 289 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

ეს სამშაბათს ჩატარებული მეორე კენჭისყრა იყო კანცლერის ასარჩევად. მანამდე მერცმა პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა და პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ომისშემდგომ გერმანიაში პირველად მოხდა, რომ კანცლერობის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

პირველ კენჭისყრაზე მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ასევე ნახეთ

ბუნდესტაგმა მერცი პირველი მცდელობით კანცლერად ვერ აირჩიაკოალიციური შეთანხმება ხელმოწერილია, 6 მაისს ბუნდესტაგი ახალ კანცლერს უყრის კენჭსგერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ„რუსეთმა ამ არჩევნებში წააგო, თან მწარედ“ - როლანდ ფროიდენშტაინი გერმანიის არჩევნების ლოკალურ და გლობალურ შედეგებზე