ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში მიღებას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტისა“, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესებას. ლევან მახაშვილი ამ შემთხვევაშიც „არაფორმალურ ძალებსა“ და „დიპ სტეიტზე“ საუბრობს.
„თეორიულად თუ იგი შევა ძალაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი, იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ესე ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში.
საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რამდენიმე ეტაპი არის დარჩენილი კიდევ ბოლომდე, სანამ თეორიულად შევა ძალაში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიპ სტეიტი“, - თქვა ლევან მახაშვილმა.
წუხელ აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). კანონის მისაღებად 218 ხმა იყო საკმარისი, თუმცა დოკუმენტს მხარი 349-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42.
ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი“ მიიღო 349 ხმით 42-ის წინააღმდეგანალოგიური შინაარსის „მეგობარი აქტი“ წარდგენილია სენატშიც - ორპარტიული მხარდაჭერით.
ერთი მხრივ, კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
ასევე ნახეთ "მეგობარი აქტი" აშშ-ის სენატშიც - რა მათრახებს და თაფლაკვერებს განიხილავს კონგრესი საქართველოსთვის?წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა - სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
2025 წლის 27 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ახლა დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის წინაშე.
ასევე ნახეთ გვსურს, წინ წავწიოთ „მეგობარი აქტი“ - სენატორები შაჰინი და რიში