ნარენდრა მოდი 9 მაისს მოსკოვში არ ჩადის და პუტინს ინდოეთში მიწვევას უდასტურებს

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

5 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდის.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ნარენდრა მოდიმ მიულოცა ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის ხალხს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი. აღინიშნა, რომ „გამარჯვების დღე“ საერთო ზეიმია. ინდოეთის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას საზეიმო ღონისძიებებში მოსკოვში“.

კრემლის თანახმად, ინდოეთის ლიდერმა „დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის ინდოეთში მიწვევა ტრადიციული ყოველწლიური უმაღლეს დონეზე შეხვედრის გასამართავად. მიწვევა მადლიერებით იქნა მიღებული“, - აღნიშნულია კრემლის საიტზე.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი, ოფიციალური მიწვევის მიუხედავად, პაკისტანთან ურთიერთობის ესკალაციის ფონზე (22 აპრილს ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო), არ დაესწრება მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს და მას სავარაუდოდ ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნათ სინგჰი ჩაანაცვლებდა. თუმცა რამდენიმე დღეში გავრცელდა ცნობა, რომ არც სინგჰი აპირებს რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას.

ასევე ნახეთ

აშშ ინდოეთსა და პაკისტანს დეესკალაციისაკენ მოუწოდებსინდოეთმა პაკისტანს საჰაერო სივრცე დაუკეტასირიის, ავღანეთისა და კიდევ 15 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესი იცვლებაპაკისტანმა ინდოეთის მოქალაქეებს ვიზები შეუჩერა და ინდურ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუკეტაქაშმირში ტერაქტის შემდეგ ინდოეთი პაკისტანთან დიპლომატიურ კავშირებს ამცირებს