სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს

შემთხვევის ადგილი

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მოკლულს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

„სისხლის გუბე იდგა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გვამი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე მივიდა პოლიცია. მათ შემთხვევის ადგილი საპოლიციო ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება კი დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.