რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირას ღამიდან ორშაბათს გამთენიამდე რუსეთს სამ ოლქში 26 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
სამინისტროს ცნობით, 17 დრონი ჩამოაგდეს სასაზღვრო ბრიანსკის ოლქში, ხუთი კი კალუგის თავზე.
საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული არხანგელსკის, მურმანსკის, კურსკის, ვორონეჟის, ტულის, ორლოვისა და ივანოვოს ოლქებში, თუმცა ამ ოლქებში ჩამოგდებული დრონების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არაფერს იტყობინება.
თავის მხრივ, უკრაინის სასაზღვრო ქალაქ კონოტოპის მერმა არტემ სემენიხინმა განაცხადა, რომ რუსეთი ქალაქს ათზე მეტი კამიკაძე დრონით და ორი ბალისტიკური რაკეტით დაესხა, რამაც რამდენიმე „ინფრასტრუქტურული ობიექტი“ გაანადგურა.
სემენიხინმა ფეისბუკზე დაწერა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, პოლტავის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში დრონებით იერიშზე.
საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში იყო ასევე სუმის, ზაპოროჟიესა და ჩერკასის ოლქების ნაწილში.