თბილისში „ერთობის მარში“ იმართება 

მარშის მონაწილეები ისნის მეტროდან შს სამინისტროს შენობისკენ დაიძრნენ.

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შინაარსის ბანერით აქციის მონაწილეები ისნის მეტროდან შს სამინისტროს [შუშებიანი] შენობისკენ დაიძრნენ.

“ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს!” - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, არჩეული მარშრუტი და შს სამინისტროს შენობასთან მისვლა სიმბოლურია, რადგან „რეჟიმი პოლიციურ სისტემაზე დგას“ და პოლიციელებს ახლა „ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად” იყენებენ.

ბოლო კვირებში, პროტესტის მონაწილეთა სასამართლო პროცესებზე მუდმივად ხმაურს იწვევს პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები. ადვოკატები და თავად დაკავებულებიც ხშირად განმარტავენ, რომ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება და რეალური სურათის გამრუდებას ისახავს მიზნად.

„ყველგან მილიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - მარშის მსვლელობისას ისმოდა უწყვეტი საპროტესტო აქციებისთვის სიმბოლოდ ქცეული შეძახილები.

ასევე ნახეთ

ძალადობს, ცრუ ჩვენებებს იძლევა, მეტ პრემიას იღებს, ნაკლებს სთხოვენ - ქართული პოლიციის პორტრეტი მსხვერპლის გასამართლება - რა მოიტყუეს პოლიციელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტის პროცესზე?პოლიციელები „ცრუ მოწმეების” როლში - განვიხილავთ 20 მათგანის მიცემულ ჩვენებას"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში ცემა, დაკავება, ზიზღი, ლოდინი სასამართლოში - "დაგვცინიან"